top of page

ფრიტატა ბროკოლით და ბულგარული წიწაკით


ბროკოლი- ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ბოსტნეულია. ბროკოლი განთქმულია თავისი სასარგებლო თისებებით. ის ერთნაირად გემრიელია წვნიანებში, ხორცთან თუ ვეგეტარიანულ კერძებში. სამწუხაროდ, ჩევნთან მას საკმაოდ მაღალი ფასი აქვს. მაგრამ ამ ბოლო დროს, ბაზარში და მაღაზიებში ქართული ბროკოლი შემოვიდა, რომლიც იმპორტულზე ორჯერ უფრო იაფია. ეს დაბალი ფასი მის გემოვნურ თვისებებზე სულაც არ აისახება, ქართული ბროკოლიც მშვენიერია. ჰოდა, დღეს დილა სწორედ ბროკოლისგან მომზადებული საუზმით დავიწყოთ და მოვამზადოთ გემრიელი და სასრგებლო იტალიური ომლეტი-ფრიტატა.

დაგვჭირდება:

6 კვერცხი

1 პატარა თავი ბროკოლი

2 ბულგარული წიწაკა

1 თავი წითელი ხახვი

2-3 ფირფიტა საუზმის ბეკონი

ოხრახუშის პატარა კონა

2 კბილი ნიორი

1-2 ს.კ. ლიმნის წვენი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გრ კარაქი

დანის წვერზე მუსკატი

შავი წიწაკა, მარილი-გემოვნებით

კარგად ავთქვიფოთ კვერცხი მარილთან, მუსკატთან და წიწაკასთან ერთად.

ზეთიან ტაფაზე დავყაროთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ კარაქი და დაჭრილი ბეკონი და მოვთუშოთ დარბილებამდე. დავამატოთ დაჭრილი ბულგარული, 1-2 წუთში- განაწევრებული ბროკოლი, ვთუშოთ ერთად 2 წუთი, შემდეგ მოვაყაროთ ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი, მოვასხათ ლიმნის წვენი, კარგად მოვურიოთ და მოვასხათ კვერცხი.

წესით, კვერცხი როგორც კი ფსკერზე გამაგრდება, ჩვენი ფრიტატა უნდა შევდოთ ღუმელში, 180 გრადუსზე, დაახლოებით 10 წუთით და იქ დავასრულოთ მისი მომზადება. მაგრამ თუ მჭიდროთ დააფარებთ ტაფას თავსახურს და დაბალ ცეცხლზე დატოვებთ, ამ შემთხვევაშიც გემრიელად შეიწვება.

გამზადებულ ფრიტატას შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი პარმეზანი- ის არასოდესაა ზედმეტი, თუმცა, ისედაც ძალიან გემრიელია!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page