მარწყვის ჯემი
მარწყვის სეზონი მალე გავა, მაგრამ ჩვენ სათადარიგოდ მოვემზადოთ და ზამთარშიც გავანებივროთ ჩვენი ოჯახის წევერები გემრიელი მარწყვის ნამცხვრებით და დესერტებით. ამისთვის მოვამზადოთ უგემრიელესი მარწყვის ჯემი.
ჯემი (კონფიტიური) საკმაოდ მარტივად მზადდება.
დაგვჭირდება:
1 კგ მარწყვი
1 კგ შაქარი
1 ჩ.კ. ლიმონმჟავა (ან ერთი ლიმნის წვენი) (ასე ჯემი შეინარჩუნებს არაჩვეულებრივ ფერს)
1 შეკვრა სპციალუი საშუალება, რომელიც ჩვენ ჯემს მარმელადის კონსისტენციას მისცემს (ჟელფიქსი, კვიტინი ჟელინი და სხვ.)
მარწყვი გავრეცხოთ და გადავარჩიოთ. 3/4 მარწყვი დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ჟლფიქსი, ლიმონმჟავა ან ლიმის წვენი და წამოვადუღოთ. თან ვურიოთ.
დანრჩენ მარწყვს მოვაყაროთ შაქარი, ჩავყაროთ ეს მარწყვი მდუღარე ჯემში, წამოვადუღოთ და ვხარშოთ 5 წუთი, გამიდმებით ვურიოთ.
მდუღარე ჯემი გადავასხათ გასტერილიზებულ ქილებში და მაშინვე მოვხუფოთ.
ჩვენი ჯემი მზადაა!