top of page

ახალი კარტოფილი პიტნით


კარტოფილი უნივერსალური გერნირია და ამის გარდა პრაქტიკულად ყველასათვის უსაყვარლესი კერძი. გემრიელია შემწვარი, გამომცხვარი, მოხარშული და მოთუშული, მოკლედ, ნებისმიერი სახით.

ყველამ იცის, რომ ახალ კარტოფილს ძალიან უხდება კამა, მაგრამ დღეს ჩვენ სხვაგვარად შევკმაზავთ და, მერწმუნეთ, ესეც ძალიან გემრიელი გამოვა.

დაგვჭრდება:

1 კგ ახალი კარტოფილი

1 პატარაკონა მწვანე ხახვი

პატარა კონა პიტნა

ცოტა ოხრახუში

50 გრ კარაქი

მარილი, წიწაკა

კარტოფილი გავრეცხოთ, დავასხათ მდუღარე წყალი, დავამატოთ მარილი და ერთი ღერი პიტნა და მოვხარშოთ დაახოლებით 20 წუთი.

კარტოფილი არ უნდა გადაიხარშოს

კარაქი და წვრილად დაჭრილი ხახვი, პიტნა და ოხრახუში ერთად ავურიოთ, დავუმატოთ წიწაკა და მარილი. მოხარშული კარტოფილი გადავწუროთ, შემდეგ ჩავდოთ ქვაბში კარაქი და ამოვურიოთ რამოდენიმეჯერ, კარაქის მასა რომ გადანაწილდეს კარტოფილზე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page