top of page

მწვანე ლობიო კვერცხით


მწვანე ლობიო ბევრნაირად შეიძლება მოვამზადოთ და თითქმის ყველაფერი უხდება. დღეს მარტივი და გემრიელი ლობიო კვერცხით მოვამზადოთ.

დაგვჭირდება:

1 კგ ლობიო

2-3 თავი ხახვი

3-4 კბილი ნიორი ან 2-3 ღერი ახალი ნიორი

1 კონა ქინძი

პატარა კონა შაშკვლავი (რეჰანიც შეიძლება)

რამოდენიმე ღერი ნიახური, ქონდარი, კამა, ოხრახუში

1 მწვანე წიწაკა

20-30 გრ კარაქი

3 კვერცხი

მარილი გემოვნებით

ლობიო გავარჩიოთ დავანაწევროთ და გავრეცხოთ, დავდგათ მოსახარშად. როცა დარბილდება, გადავწუროთ ზედმეტი წყალი.

ამასობაში, კარაქში მოვთუშოთ წვრილად დჭრილი ხახვი და დავუმატოთ ლობიოს. დაბალ ცეცხლზე ერთად მოვთუშოთ. ცოტა ხანში დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, წიწაკა და ნიორი. კარგად მოვურიოთ და 5-10 წუთი ვთუშოთ ყველაფერი ერთად. ბოლოს, მოვასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და მარილი, ერთ 3-4 წუთში კიდე კარგად ამოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page