top of page

ღუმელში შემწვარი ქათამი ახალი ნივრით


ეს კერძი განსაკუთრებით გემრიელი გამოდის, თუ გამოვიყენებთ ახალ ნიორს და ქორფა ქონდარს. ეხლა სწორედ სეზონია, ბაზარში მოიპოვება ყველა საჭირო ინგრედიენტი და ჩვენც ვისარგებლებთ ამით.

დაგვჭრდება:

ერთი მოზრდილი ქათამი

3-4 ნაჭრი გუშინდელი ბაგეტი

3-4 ღერი ქონდარი

8-10 კბილი ახალი ნიორი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

20 გრ კარაქი

მარილი, წიწაკა

ორი კბილი ნიორი გავჭრათ შუაზე და კარგად წავუსვათ პურს. პური დავრათ პატარა ნაჭრებად.

დანარჩენი ნიორი და ქონდარი დავაბლენდეროთ კარაქთან ერთად.

ქათამი გავასუფთაოთ, შიგნიდან კარგად წავუსვათ მარილი და წიწაკა, მწვანილიანი კარაქი და გამოვტენოთ ნივრიანი პურებით.

ქათამს ერთად შევუკრათ ფეხები, გადავუსვათ ზეითუნის ზეთი, ამოვაბრუნოთ მკერდით ზევით და გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10 წუთი, შემდეგ კი დავუწიოთ 180 გრადუსამდე და ვაცხოთ დაახლოებით 40-45 წუთი.

პერიოდულად მოვასხათ ხოლმე ცხიმი, რომელიც მოგროვდება ტაფაზე.

გამზადებულ ქათამს ძალინ მოუხდება გარნირად ახალი შემწვარი კარტოფილი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page