მარწყვის ტორტი კრემჩიზის და ნაღების კრემით
დღეს განსაკუთრებული დღეა და ჩვენც ძალიან განსაკუთრებულ სადღესასწაულო ტორტს ვამზადებთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მარტივი საქმე არ არის, არც ისე რთულია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. რაც მთავარია, რეზულტატი იმდენად გემრიელია, რომ ცოტა წვალებად ღირს!
დაგვჭრდება:
9 კვერცხი
1,5 ჭიქა შაქარი
1,5 ჭიქა ფქვილი
კრემისთის:
120-150 გ შაქრის პუდრა (თქვენი გემოვნებით)
200 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
500 გრ კრემჩიზი
1-2 ს.კ. რომი ან კონიაკი
ვანილი
2 კილომდე მარწყვი
შოკოლადი-გემოვნებით
კარგად გავთქვიფოთ კვერცხის ცილა და 2 ჭიქა შაქარი, დავუმატოთ თითო-თითო გულები, ავთქვიფოთ. ნელ-ნელა დავიმატოთ ფქვილი და ფრთხილად მოვურიოთ კოვზით.
ეს მასა გავყოთ ორ ნაწილად და ღუმელში გამოვაცხოთ ორი ბისკვიტი. ვაცხობთ 165-170 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი
გამომცხვარი ბისკვიტები გავაგრილოთ და გავჭრათ სიბრტყეზე.
ამასობაში, მარწყვი გავრეცხოთ და დავაბლენდეროთ. ცალკე გადავდოთ ნაწილი ტორტის მოსართავად.
მოვამზადოთ კრემი: კარგად ავთქვიფოთ ცივი ნაღები, დავუმატოთ შაქრის პუდრა, შემდეგ კრემჩიზი, ვანილი და რომი.
ავაწყოთ ტორტი:
ბისკვიტის ფენას გადავუსვათ მარწყვი, შემდეგ კრემი და ისევ ბისკვიტი. ასე ავაწყოთ 4 ფენა. სულ ბოლო ფენას გადავუსვათ კრემი. ასევე, კრემით დავფაროთ ტორტის გვერდები.
მოვრთოთ ტორტი გადადებული მარწყვით, სურვილისამებრ-შოკოლადითაც. შევდოთ ტორტი მაცივარში მინიმუმ 2-3 საათით.
იზეიმეთ დღევანდელი დღე და გემრიელად მირთვით ეს არაჩვეულებრივი ტორტი თქვენს ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად!