ყველის მაჭკატები
ძალიან მარტივი და გემრიელი საუზმე, ყველის მაჭკატები მშვენივრად ჩაანაცვლებს ხაჭაპურს, როცა მისმოსამზადებლად დრო არ გვაქვს.
დაგვჭირდება:
1 ჭიქა კეფირი ან მაწონი
1 კვერცხი
1 ჭიქა გახეხილი ყველი (შეგიძლიათ რამოდენიმე ყველი ერთმანეთს გადაურიოთ, მაგალითან იმერული და სულგუნი, შებოლილსაც თუ დაუმატებთ, განსაკუთრებულად გემრიელი გამოვა)
0,5 ჩ.კ. სოდა ძმრით
დაახლოებით 2 ჭიქა ფქვილი
მარილი-გემიოვნებით
კეფირი და ყველი ერთმანეთს ავურიოთ, დავუმატოთ კვერცხი, სოდა ძმრით, მარილი და ფქვილი. კარგად ავურიოთ.
გახურებულ ტაფაზე, მოვაზხათ ზეთი და დავდოთ თითო-თითო სუფის კოვზი ცომი და დავახუროთ თავსახური. შევწვათ ორივე მხრიდან რამდენიმე წუთი. მაჭკატები ორჯერ უნდა გაიზარდოს ზომაში.
გამზადებული მაჭკატები გადავდოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთის მოსაშორებლად.
მოუხდება მწვანე ხახვი,კამა ან რომელიმე სხვა მწვანილი თქვენი გემოვნებით.(შეგიძლიათ ცომშივე დაამატოთ), ასევე არაჟანი.
გემრიელად მიირთვით!