აკვა ფრესკა მარწყვით და ლაიმით
Aguas frescas- ესპანურად გამაგრილებელ წყალს ნიშნავს. ეს ღვთაებრივი გამაგრილებელი სასმელი ცხელ მექსიკაში ძალზედ პოპულარულია. სტანდარტული ლიმონათებისგან და წვენებისგან განსხვავებით, ეს სასმელი ნამდვილად სრულიად ნატურალური და ვიტამინებით სავსეა. რაც მთვარაია, სხვა ცივი ტკბილი გაზიანი სასმელებისგან განსხვავებით, ნამდვილად კლავს წყურვილს და აგრილებს.
აკვა ფრესკა თითქმის ნებისმიერი ხილის და ზოგიერთი ბოსთნეულისგან შეგიძლიათ მოამზადოთ. რადგან ჩვენ კვლავ მარწყვის სეზონი გავქვს, ვისარგებლოთ შემთხვევით და მოვამზადოთ მარწყვის აკვა ფრესკა.
დაგვჭირდება:
500 გრ მარწყვი
2 ლაიმი
1-2 ღერი პიტნა
3 ს.კ. შაქარი
0,5 ლ. წყალი
ყინული
1 ლიტრიან დოქში ჩავასხათ წყალი, გავხსნათ შიგნით შაქარი, ჩავჭყლიტოთ მარწყვი და პიტნა და ჩავაწუროთ ლაიმის წვენი. შევავსოთ დოქი ყინულით.
გემრიელად მიირთვით!