top of page

მიუსლი მარწყვით და ნუშით


დღეს ჩვენ ძალიან სასარგებლო საუზმე ძალიან გემრიელად გადავაქციოთ.

ყოველთვის ჯობია იყიდოთ ჩვეულებრივი მიუსლი, ყოველგვარი დანამატის გარეშე და უშუალოდ მირთმევის წინ თავად შეაზავოთ თქვენი საყვარელი ხილით, თხილეულით ან სხვა გემრიელობებით. ასე უფრო გემრიელიც გამოვა და გაცილებით უფრო სასარგებლოც.

2 ულუფისთის დაგვჭირდება:

ნახევარი ჭიქა შვრიის მიუსლი

2 ჭიქა მაწონი ან ნეიტრალური იოგურტი (მე მაინც ქართულ მაწონს გირჩევთ)

ნახევარი ჭიქა დაჭრილი კონსერვირებული ანანასი

1-2 ს.კ. თაფლი

100 გრ მარწყვი

50 გრ ნუში

ვანილი

მაწონში გავხსნათ ვანილი, თაფლი და დავამატოთ ანანასი. კარგად მოვურიოთ, დავამატოთ მიუსლი. მოვურიოთ, დავაფაროთ თავზე და შევდოთ 15-20 წუთით მაცივარში.

თხლად დაჭრილი ნუში ოდნავ მოვხალოთ.

გაფუებული მიუსლი გამოვიღოთ, გავანაწილოთ 2 ულუფად და მოვაყაროთ მარწყვი და ნუში.

გემრიელად მიირთით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page