ფარშირებული ბოსტნეული
დღესაც ვისარგებლოთ ნაირ-ნაირი ბოსტნეულის სიმრავლით ჩვენს საზაფხულო ბაზარში და ვიტამინებით სავსე, გემრიელი სადილი მოვამზადოთ. ამ კერძს ხშრად საზაფხულო ტოლმასაც ეძახიან. მას ბევრ ქვეყანაში ამზადებენ ოდნავ განსხვავებული ინტერპრეტირებით. განსაკუთრებით პოპულარული აზიურ ქვეყნებშია.
თქვენ როგორც მოგწონთ ისე დაარქვით, მთავარი ისაა, რომ ძალიან არომატული, გემრიელი და ნოყიერი სადილია მთელი ოჯახისთვის!
დაგვჭირდება:
1 კგ საქონლის ხორცის ფარში (თუ გიყვარათ, შეგილიათ შერეულიც გამოიყენოთ)
150 გრ მრგვალი ბრინჯი
5 ცალი ბულგარული წიწაკა (უმჯობესია, სხვადასხვა ფერის, რადგან ყველა სხვადასხვა არომატს და გემოს მისცემს კერძს, თან სხვადასხვა ფერის წიწაკა სხვადასხვა ვიტამინებითაა მდიდარი)
5 საშუალო პომიდორი
5 მომცრო ზომის ბადრიჯანი
1 დიდი თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
პატარა კონა რეჰანი
თუ ცხარე გიყვართ, ფარშში ერთი მწვანე მწარე წიწიაკაც დაუმატეთ
მარილი - გემოვნებით
ბოსტნეული გავასუფთავოთ, გავრეცხოთ. ბულგარულს ამოვაჭრათ გიგთავსი, ასევე პომიდორსაც, ფრთხილად ამოვაჭრათ გული და შევინახოთ. ბადრიჯანს გავუკეთოთ ჭრილი სიგრძეზე
ხორცის ფარშთან ერთად გავატაროთ ხახვი, ნიორი, მწარე წიწაკა და რეჰანი (მე სხვა მწვანილს არ ვუმატებ, თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი მწვანილი გამოიყენოთ, თქვენი გემოვნებით). დავუმატოთ ფარშს მარილი და ბინჯი და კარგად მოვურიოთ. თუ ფარშ ძალიან მშრალია, შეგვიძლია ჩავუმატოთ ცოტა წყალი (დაახლოებით ნახევარი ჭიქა).
ამის შემდგე, ამოვტენოთ ჩვენი ბოსტნეული ფარშთ და მოვათავსოთ ისინი განიერ ღრმა ტაფაზე ან სქლძირიან ქვაბში. შევეცადოთ მჭიდროდ დავაწყოთ, რომ არ დაიშალოს ხარშვის დროს. იქვე მოვათავსოთ ამოჭრილი პომიდვრის გულები, დავამატოთ წყალი იმდენი, რომ დაფაროს, მარილი.
დავადგათ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათით. ან შევდოთ ღუმელში, 180 გრადუსზე. როგორც კი ბრინჯი მოიხარშება, ჩვენი კერძი მზადაა.
გემრიელად მიირთვით ფარშირებული ბოსტნეული არაჟანთან ან გაწურულ მაწონთან ერთად!