top of page

მილფეი (ნაპოლეონი)


მილფეი (mille-feuille) ფრანგულად ათას ფენას ნიშნავს. ათასი ფხვიერი ფენა, მათ შორის კი უგემრიელესი კრემი და ხილი...მმმ ნამდვილად ძალიან გემრიელია!

ამ ფრანგული ნამცხვრის ანალოგი-ჩვენთან ცნობილი ნაპოლეონია. თქვენ როგორც მოგწონთ, ისე უწოდეთ. ამ ორ ნამცხვარს შორის არსებითი განსხვავება არაა.

ხოლო ჩვენ დღეს მოვამზადოთ მარწყვის მილფეი მოხარშული კრემით.

ცომისთვის დაგვჭირდება:

1 ჭ. ცივი წყალი

1 ს.კ. ძმარი

1 ს.კ. არაყი

1 კვერცხი

3.5 ჭ.ფქვილი

300 გრ ცივი მარგარინი

კრემისათვის დაგვჭირდება:

500 მლ. რძე

350 მლ. ნაღები (18 %)

4 კვერცხი

2 კვერცხის გული

1.5 ჭ. შაქარი

2 ს.კ. ფქვილი

2 ს.კ. სახამებელი

მწიკვი მარილი

ვანილი

200 გრ კარაქი

1 კგ კარგი მარწყვი

თუ სადმე გეგულებათ კარგი ფენოვანი ცომი,შეგიძლიათ შეიძინოთ 1,5 კგ მზა ცომი და გაიმარტივოთ საქმე. თუ ყველა ცესის დაცვა გსურთ, შევუდგეთ საქმეს:

ცივ წყალში გავხსნათ არაყი და ძმარი, დავუმატოთ კვერცხი და ავთქვიფოთ კოვზით. ფქვილი მოვათავსოთ დიდ ჯამში, გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ შიგნით კვერცხიანი მასა. მოვზოლოთ ცომი გავაბრტყელოთ და შუაში ჩავაჭრათ ცივი მარგარინი (ან ჩავახეხოთ). დავკეცოთ კონვერტივით და ისევ გავაბრტყელოთ, დავკეცოთ ისევ და გავაბრტელოთ მესამედ. ასე გავიმეოროთ კიდე ერთხელ. ბოლოს დაკეცილი კონვერტი შევდოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით.

ამასობაში მოვამზადოთ კრემი:

სქელძირიან ქვაბში წამოვადუღოთ რძე და ნაღები. ცალკე მიქსერით ავთქვიფოთ კვერცხი, კვერცხის გულები, შაქარი, ფქვილი და სახამებელი. დავუმატოთ მარილი.

ჩავასხათ მდუღარე რძეში კვერცხის მასა და ნელ-ნელა ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ ადუღდება (ქვაბი დაბალ ცეცხლზე უნდა იდგეს). რომ წამოდუღდება, გამოვრთოთ ქურა, დავუმატოთ ვანილი. რომ გაგრილდება, შევათქვიფოთ კარაქი.

კრემი შევდოთ მაცივარში.

გაციებული ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავყოთ ოთხ ნაწილად, სამი შევინახოთ ისევ მაცივარში, ხოლო მეოთხე გავაბრტყელოთ და გაჭრათ 12 თანაბარ ნაწილად. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე დაახლოებით 15 წუთი.

შემდეგ გამოვიღოთ მეორე ნაწილი და ასევე გავაბრტყელოთ, დავჭრათ და გამოვაცხოთ და ა.შ.

გაგრილებულ ფირფიტებს წავუსვათ კრემი, დავადოთ მარწყვი, შემდეგ მეორე ფირფირტა, კრემი, მარწკვი და კიდევ ერთი ფირფიტა. ბოლო, მესამე ფენას მოვაყაროთ შაქრის პუდრა და მოვრთოთ მარწყვით. სულ 16 ცალი პატარა ნამცხვარი გამოგვივა.

გემრიელად მიირთვით!

P.S. თუ გვინდა, რომ გავაკეთოთ ერთი დიდი ნამცხვარი- ნაპოლეონი, 4 ნაწილად გაყოფილი ცომის ყოველი ნაწილი გავაბრტყელებთ და გამოვაცხოთ 4 ფირფიტა. 3 ფენას შუაში გადავუსვათ კრემი და მეოთხე მოვაფხვნათ ზევიდან. მოვაყაროთ პუდრა.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page