top of page

ორაგული ტარტარის სოუსით


კერძი, რომელიც ყველაზე მომთხოვნი გურმანების კრიტიკასაც კი გაუძლებს! დაგვჭირდება: 2 ნაჭერი ორაგულის სტეიკი, ჯამში დაახლოებით 500 გრ მარილი, წიწაკა ტარტარის სოუსისთვის: 250 გრ მაიონეზი (უმჯობესია, თავად მოამზადოთ) 5 პატარა მჟავე კიტრი 2 ს.კ. კაპერსი 5 კბილი ნიორი 3 ს.კ. დიჟონის მდოგვი 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი კამა

მოვამზადოთ სოუსი: ძალიან წვრილად დავრათ კიტრი, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, კამა და კაპერსი. შემედეგ მოვასხათ მაიონეზი და მდოგვი და კარგად მოვურიოთ. შევდოთ მაცივარში 1 საათით. თავზს მოვაყაროთ მარილი, წიწაკა. ტაფა გავახუროთ საშუალო ცეცხლზე, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და შევწვათ ჩვენი თევზი დაახლოებით 2-2 წუთი ორივე მხრიდან. გადავდოთ თევზი თეფშზე და მოვასხათ ტარტარის სოუსი. გარნირად შეგვიძლია მოვამზადოთ ბოსტნეული ან ბრინჯი. ძალიან მოუხდება ახალი არტოფილი. გემრიელად მირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page