top of page

სალათი ქათმის სტეიკით


დღეს მოვამზადოთ გემრიელი სალათი ქათმის სტეიკით და ვინიგრეტის სოუსით.

დაგვჭირდება:

1 კონა სხვადასხვა სალათის ფოთლები

500 გრ ქათმის ფილე

7-8 ცალი პომიდორი ჩერი

3-4 ღერი მწვანე ხახვი

1 ს.კ. დიჟონის მდოგვი

1 ს.კ. ლიმნის წვენი

1 ს.კ. ძმარი

3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი, წიწაკა

პირველ რიგში მოვამზადოთ სოუსი-ვინიგრეტი. ამისათვის წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, მდოგვი და მარილი ავურიოთ ერთმანეთს, შემდეგ კი დავუმატოთ ლიმნის წვენი და ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით. ნელ-ნელა დავუმატოთ ძმარი, ზეთი. თან სულ ვთქვიფოთ. ბოლოს დავუმატოთ შავი წიწაკა.

ქათამი კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და შევწვათ ორივე მხრიდან გახურებულ ტაფაზე. ტაფას ცოტაოდენი ზეთი და კარაქი დავამატოთ.

ქათამი რომ გაგრილდება, დავღრათ თხელ ნბაჭრებად.

ამასობაში, სალათის ფოთლები კარგად გავრეცხოთ, გავამშრალოთ, დავანაწევროთ და ჩავდოთ სასალათეში. პომიდრი ჩერი გავჭრათ შუაზე და დავადოთ სალათის ფოთლებს. მოვასხათ ცოტაოდენი სოუსი და ავურიოთ. შემდეგ დავადოთ ზევიდან ქათმის სტეიკი და მოვასხათ კიდე ცოტაოდენი სოუსი.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page