top of page

კომბოსტოს ღვეზელი


ამ ღვეზელის მოსამზადებლად კიდე ერთი განსხავვებული-ხაჭოს ცომი მინდა შემოგთავაზოთ. ეს ცომი განსაკუთრებით მოეწონება მათ, ვიაც არ უყვარს საფუარის ცომთან ზოზინი. უსწრაფესად მზადდება და შიგთავსიც ნებისმიერი შეიძლება იყოს- კარტოფილი, სოკო, ყველი... ჩვენ დღეს კომბოსტოს ღვეზელი მოვამზადოთ.

ცომისთვის დაგვჭირდება:

350-400 გრ ხაჭო

2 კვერცხი

1 ჩ.კ. შაქარი

1 ჩ.კ. მარილი

0,5 ჩაის კოვზი სოდა

1 ს.კ. ზეთი

2-2,5 ჭიქა ფქვილი

შიგატავსისთვის დაგვჭირდება:

1 საშუალო თავი კომბოსტო

2 კვრცხი

პატარა კონა მწვანე ხახვი

მარილი, შავი წიწაკა-გემოვნებით

20 გრ კარაქი

(სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ს.კ. ტომატ-პასტა)

კომბსტო წვრილად დავჭრათ, მოვთუშოთ ცოტაოდენ ზეთში. ცოტა უნდა დარბილდეს, მაგრამ ძალიან არ შევწვათ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ოდნავ კიდე მოვთუშოთ. შემდეგ მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი, დავუმატოთ კარაქი ერთხელ კარგად ამოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.

სანამ კომბოსტო გრილდება, მოვამზადოთ ცომი:

ხაჭო და კვერცხი კარგად გავთქვიფოთ კოვზით, დავუმატოთ მარილი, შაქარი, სოდა, ფქვილი და მოვზოლით ცომი. მოზელვის დრო, ხელი დავასველოთ ზეთში. ასე ცომი არ მიგვეკრობა და ნაზი და ფუმფულა გამოვა.

გამზადებული ცომისგან გამოვძერწოთ პატარა ბურთები, გავაბრტყელოთ, დავადოთ თითო სუფრის კოვზი კომბოსტო და მოვახვიოთ ღვეზელები.

ღვეზელები შევწვათ ორივე მხრიდან დაბალ ცეცხლზე, ზეთიან ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page