top of page

ინგლისური მაფინები


ინგლისური მაფინები ძალიან განსხვავდება ამერიკული მაფინებისგან. ეს პატარა ფუნთუშები, პირდაპირ ტაფაზე იწვება, საკმაოდ სწრაფად და მარტივად მზადდება და არაჩვეულებრივია საუზმისთის.

დაგვჭრდება:

450 გრ ფქვილი

1 ჩ.კ. მარილი

1 ჩ.კ. საფუარი

300მლ თბილი წყალი

25 გრ დამდნარი კარაქი

ფქვილში ჩავყაროთ მარილი, საფუარი და კარგად მოვურიოთ. დავამატოთ თბილი წყალი, დარბილებული კარაქი, მოვზილოთ ცომი. ვზელთ დაახლოებით 5 წუთი, უნდა გამოგვივიდეს მკვრივი გუნდა. შემდეგ ცომს გადავაფაროთ პლასტიკი და დავდოთ თბილ ადგილას ამოსაფუებლად დაახლოებით 1 საათით.

ამასობაში, ჩვენი ცომი ორჯერ გაიზრდება ზომაში. გამოვძერწოთ პატარა დაახლოებით 1 სმ სიმაღლის ფუნთუშები, ამოვავლოთ სიმინდის ფქვილში და შევწვათ ძალიან დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ სქელძირიან ტაფაზე. რამდენიმეჯერ ამოვაბრუნოთ. ტაფაზე ფუნთუშები კიდე გაიზარდებიან ზომაში.

ახალი გამომცხვარი თბილი მაფინები კარაქთან და ჯემთან ერთად- ნამდვილი ინგლისური საუზმეა. ცივი მაფინები არაჩვეულებრივი იქნება კვერცხი- ბენედიქტისთვის და სხვა სენდვიჩებისა თუ ტოსტებისთვის. ასევე, ინგლისური მაფინები ძალიან უხდება წვნიან კერძებს.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page