პავლოვა
ჩვენი დღევანდელი დესერტი განსაკუთრებით პოპულარული ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაშია და ის ცნობილი სერჟ დიაგილევის ლე ბალე რუს-ის (Les Ballets Russes) პრიმა ბალერინას, ანა პავლოვას სახელს ატარებს.
უგემრიელესი ნამცხვარი პავლოვა, ისეთივე ჰაეროვანი, მსუბუქი და არაჩვეულებრივი, როგორც ეს შესანიშნავი ბალერინა. ბეზეს ფენა, კრემი და სეზონური ხილი-ნამდვილად მომგებიანი კომბინაციაა.
ბეზესთვის დაგვჭირდება:
4 კვერცხი
180 გრ შაქრის პუდრა
1 ჩ.კ. სახამებელი
1 ჩ.კ. თეთრი ღვინის ძმარი
0,5 ჩ.კ. ლიმნის წვენი
ვანილი
კრემისთის დაგვჭირდება:
250 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
1-2 ს.კ. შაქრის პუდრა
დაახლოებით 300 გრ. ხილი
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მაგრად, დავუმატოთ ნელ-ნელა შაქარი.
ცალკე კარგად ავურიოთ ერთმანეთს ძმარი, ვანილი, სახამებელი და დავუმატოთ ცილას. ვთქვიფოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ მკვრივ ბეზეს მასას.
საცხობ სინზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, მოვხაზოთ სასურველი ზომის წრე (დაახლოებით 28 სმ.) და კოვზით დავდოთ ამ წრეზე ბეზეს მასა.
გამოვაცხოთ დაახლოებით 1,5 საათი 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. გამოცხობის შემდეგ, დავტოვოთ ღუმელში გაციებამდე.
ამასობაში ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ შაქარი. გაგრილებული ბეზეს ფენა დავფაროთ კრემით და ზევიდან მოვრთოთ ხოლით.
შეგვიძლია იგივე წესით გავაკეთოთ პატარა, პორციული ნამცხვრები.
გემრიელად მიირთვით!