top of page

ალუბლის ნამცხვარი


აი, ალუბლის სეზონიც მოვიდა! ჩემი აზრით,ალუბალი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ყველაზე არაჩვეულებრივი ხილია რომელსაც ვიყენებთ კულინარიაში, განსაკუთრებით კი დესერტების მოსამზადებლად.

დღეს ერთი ძალიან მარტივი და თან ძალიან გემრიელი ალუბლის ნამცხვარი მოვამზადოთ.

დაგვჭირდება:

4 კვერცხის გული

1,5 + 0,5 ჭ. შაქარი

200 გრ კარაქი

1 ჭ. არაჟანი

2,5 -3ჭ. ფქვილი

სოდა ძმრით, ვანილი

500 გრ ალუბალი

შაქრის პუდრა

კვერცხის გული და 1,5 ჭ. შაქარი კარგად გავთქვიფოთ, შევურიოთ კარაქი, არაჟნი, შემდეგ სოდა ძმრით, ვანილი და ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს მკვრივი არაჟანივით.

საცხობ სინზე დავაფინოთ ქაღალდი და მოვათავსოთ ცომი. გადავასწოროთ და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

ალუბალს ამოვაცალოთ კურკები და მოვაყაროთ შაქარი.

როგორც კი ნამცხვრის ზედაირი გამაგრდება და გაოქროსფერდება, გამოვიღოთ ღუმელიდან, დავადოთ ზევიდან შაქარმოყრილი ალუბალი და შევდოთ ისევ ღუმელში, მანამ, სანამ არ გამოცხვება.

გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page