ღუმელში გამმომცხვარი ღორის ნეკნები
თუ თქვენ ვეგეტარიანელი არ ბრძანდებით, აუცილებლად მოამზადეთ ეს კერძი. მართლა ძალიან გემრიელია და ნებისმიერ სუფრას დაგიმშვენებთ!
დაგვჭირდება:
1-1,5 კგ ღორის ნეკნები
2 თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
2 სტაფილო
1 ნიახურის ძირი
100 გრ. ჯინჯერი
3-3 ღერი ბეგქონდარა და როზმარინი
მარილი, წიწაკა-გემოვნებით
500-700 მლ წყალი
1 წიწაკა ჩილი
100მლ ზეითუნის ზეთი
100 მო სოიოს სოუსი
50 გრ თაფლი
ღორის ნეკნები კარგად გავრეცხოთ და ჩავდოთ რღმა ცეცხლგამძლე ჭურჭელში. მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, რგოლებად დაჭრილი სტაფილო, ასევე რგოლებად დაჭრილი ნიახურის ძირი. იქვე მოვაყაროთ თქხლად დაჭრილი ჯინჯერი, ბეგქონდარა და როზმარინი. ბოლოს მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მოვასხათ წყალი, ისე, რომ ხორციანი ნაწილი დაფაროს სრულად.
შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ დაახლოებით 2 საათი.
ცალკემოვამზადოთ სოუსი: ჩილი, ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი და თაფლი დავაბლენდეროთ.
გამომცხვარი ნეკნები გადმოვიღოთცალკე მშრალ სინზე, გადავუსვათ კარგად სოუსი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით, რომ მოიბრაწოს.
გადმოვიღოთ , ოდნავ შევაგრილოთ და დავჭრათ ლამაზ პოსრციულ ნაჭრებად.