top of page

ალუბლის ვარენიკები


ალუბლიანი კვერები (ე.წ. ვარენიკები) ალბათ ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბავშობის მოგონებაა. არც მე ვარ გამონაკლისი.

ზოგადად, ამ კვერების ცომი ძალიან მარტივად, მხოლოდ წყლის და ფქვილისგან მზადდება, მაგრამ ჩვენ უმნიშვნელოდ გავამდიდროთ ეს ცომი რამოდენიმე სხვა ინგრედიენტით და ცომი გემრიელიც და ძალიან ელასტიურიც გამოგვივა.

დაგჭირდება:

300 გრ ფქვილი

250 მლ მდუღარე წყალი

2 ს.კ. დამდნარი კარაქი

0,5 ჩ.კ. მარილი

მწიკვი სოდა

შიგთავსისთვის:

400 გრ ალუბალი

დაახლოებით 1 ჭიქა შაქარი

მოვზილოთ ცომი. ამისთვის ფქვილი, სოდა, მარილი კარგად ავურიოთ, დავუმატოთ კარაქი, შემდეგ კი მდუღარე წყალი. მოვურიოთ კოვზით, ხოლო როცა წყალი გაგრილდება, გავაგრძელოთ ზელვა ხელით. ცომი ძალიან ელასტიური გამოდის, ხელს არ ეკრობა და მისგან მარტივად იძერწება ნებისმიერი კვერი.

ალუბალს ამოვაცალოთ კურკა.

ცომი გავაბრტყელოთ 3-4 მმ სისქემდე, გამოვჭრათ ჭიქით რგოლები.

შუაგულში მოვათავსოთ 2-3 ალუბალი და მოვაყაროთ 0.5-1 ჩ.კ. შაქარი. მოვუკრათ პირი და ჩავყაროთ მდუღარე მარილიან წყალში. ვხარშოთ დაახლოებით 2-3 წუთი. რომ ამოტივტივდება, ვაცადოთ 1 წუთი და ამოვიღოთ.

გამზადებულ ვარენიკებს მოვასხათ არაჟანი ან ალუბლის წვენი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page