დონაუველე
ამ უგემრილსი ნამცხვრის მომზადება გერმანიში მასწავლეს. Donauwelle- დუნაის ტალღები- ნამცხვარი თეთრი და შოკოლადის ბისკვიტით, ალუბლით, მოხარშული კრემით და შოკოლადით... გულგრილს ნამდვილად არ დაგტოვებთ! ნამცხვრის მომზადება ნებისმიერ დროს შეიძლება გაყინული ან კონსერვირებული ხილით, მაგრამ ცოცხალი ალუბლით მაინც განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის.
დაგვჭრდება:
250 გრ კარაქი
200 გრ შაქარი
5 კვერცხი
375 გრ ფქვილი
სოდა ძმრით, ვანილი
მწიკვი მარილი
2 ს.კ. კაკაო
1 ს.კ. რძე
500 გრ ალუბალი
კრემისთვის:
0,5 ლ. რძე
2 კვერცხი
2ს.კ. ფქვილი
1ს.კ. სახამებელი
ვანილი
150 გრ კარაქი
მინანქრისთვის:
2 ფილა შავი შოკოლდი
100 მლ. რძე
რბილი კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი, მარილი, სოდა ძმრით, ვანილი, ფქვილი.
საცხობ სინზე დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, დავასხათ ცომის 2/3. დანარჩენ ცომს დავუმატოთ კაკაო და რძე, შემდეგ მუქი ცომი გავანაწილოთ თეთრზე, ზევიდან დავალაგოთ კურკაგამოცლილი ალუბალი და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 35 წუთი.
გავაკეთოთ კრემი: კვერცხი, შაქარი, ფქვილი და სახამებელი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ მდუღარე რძე და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდ, დავუმატოთ ვანილი და გადავდგათ. გავაგრილოთ, ავთქვიფოთ კარაქთან ერთად.
გაგრილებულ ნამცხვარს გადავუსვათ კრემი და შევდოთ მაცივარში დაახლოებით 2 საათით.
შოკოლადი გავალღვოთ დაბალ ცცხლზე რძესთან ერთად და გადავუსვათ ზევიდან ჩვენს ალუბლის ნამცხვარს.
გემრიელად მიირთვით!