top of page

ნამცხვარი გარგარით და ნუშით


კიდე ერთ უემრიელეს საზაფხულო ნამცხვარს შემოგთავაზებთ.

მსუბუქი ბისკვიტი, გარგარი და მოხალული ნუში - ნამდვილად კარგი შეხამებაა. რაც მთავარია, იმდენად მარტივად მზადდება, რომ ახალბედა მზარეულებიც თავისუფლად მოერევიან!

დაგვჭირდება:

200 გრ კარაქი

1,5 ჭ. შაქარი

2 კვერცხი

1 ჭ. არაჟანი

4-5 ს.კ. მაწონი

0,5 ჩ.კ. სოდა ძმრით

ვანილი

2,5 ჭ. ფქვილი

0,5 კგ გარგარი

50 გრ მოხალული თხლად დაჭრილი ნუში

კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი, შემდეგ არაჟანი, მაწონი. დავუმატოთ სოდა ძმრით, ვანილი და ბოლოს ფქვილი.

ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღარდი, დავასხათ ცომი, დავალაგოთ ზევიდან შუაზე გახლეჩილი გარგარი და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

ერთ 10 წუთში, როცა ზედაპირი გაუმაგრდება, მოვაყაროთ მოხალული ნუში და შევდოთ ისევ ღუმელში გამოცხობამდე.

გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page