top of page

ალუბლის სპირალი


ამ ძალიან საინტერესო და გემრიელი ნამცხვრის მომზადება ჩვენმა მეგობრებმა გვასწავლეს. მადლობა მარიამ ტუღუშს და ქეთი სარდაძეს ამ არაჩვეულებრივი რეცეპტისთვის!

დაგვჭირდება: 200 გრ რბილი მარგანინი მწიკვი მარილი 3 ჭიქა ფქვილი 1 ჭიქა კეფირი 1ჩ/კ. გამაფხვიერებელი ვანილი 500გრ უკურკო ალუბალი 1/2 ჭიქა შაქარი

ფქვილს დაამატეთ მარილი და გამაფხვიერებელი, აურიეთ კარგად, დაამატეთ მარგანინი და ფქვილთან გააფხვიერედ როგორც ქადის გული, შემდეგ დაასხით კეფირი.

თუ გრძნობთ რომ ცომი რბილია ცოტა ფქვილი დაუმატეთ.

ცომი გავაბრტყელოთ 3 მმ. სისქემდე. დავჭრათ ზოლებად 20-30 სმ სიგრძის და 7-8 სმ სიფართის, შუაში თითოეულ ზოლს დავაწყოთ ალუბალი და მოვაყაროთ შაქარი, მივცეთ ძეხვის ფორმა, მოვათავსოთ ძეხვი სპირალური ფორმით ცხიმწასმულ ტაფაზე და ვაცხოთ 200 გრადუსზე სანამ ოქროსფერი არ გახდება, დაახლოებით 30-40 წუთი. მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით! შეგიძლიათ კომპოტი, კონსერვირებული ან გაყინული ალუბალიც გამოიყენოთ.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page