top of page

თეთრი ბლის მურაბა


არომატული, გემრიელი მურაბა ცივ ზამთართან შესარიგებლად საუკეთესო საშუალებაა. დღეს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელი და არომატულ თერთი ბლის მურაბას ვამზადებთ.

დაგვჭირდება:

3 კგ საღი თეთრი ბალი

3 კგ შაქარი

1 ლ წყალი

2 ლიმონი

ვანილი

შაქრისგან და წყლისგან მოვხარშოთ სიროპი. ცხელ სიროპში ჩავალაგოთ კურკაგამოცლილი ბალი, 15 წუთი ვადუღოთ ნელ ცეცხლზე და გადავდგათ. სრულიად რომ გაცივდება, ისევ დავდგათ ცეცხლზე ჩავუმატოთ თხლად დაჭრილი ლიმონი და მოვხარშოთ მზადყოფნამდე. წვენი უნდა გასქელდეს, ბალი გახდეს გამჭვირვალე, ქარვისფერი. ქურას სანამ გამოვრთავთ, 5 წუთით ადრე მურაბას დავუმატოთ ვანილი და კარგად მოვურიოთ.

ცხელი მურაბა გავანაწილოთ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.

გემრიელად მიირთვით!

P.S. განსაკუთრებულად გემრიელი დესერტი გამოგივათ, თუ თეთრი ბლის მურაბას მოხალული ნიგვზით ან თხილით გააკეთებთ. ამ შემთხვევაში, უნდა განსაზღვროთ შემდეგი პროპორცია: 3 კგ თეთრი ბალი, 3 კგ შაქარი, 1 ლ წყალი, 250-300 გრ მოხალული ნიგოზი ან თხილი, 2 ლიმონი, ვანილი.

ვამზადებთ იგივე წესით, მხოლოდ ბალში კურკის ნაცვლად ვდებთ ნიგოზს ან თხილს.

ცოტა შრომატევადი საქმეა, მაგრამ შედეგს სრულიად არაჩვეულებრივს მივიღებთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page