top of page

ალუბლის მურაბა


ვაგრძელებთ მურაბების სერიას და დღეს ყველაზე არომატულ და გემრიელ ალუბლის მურაბას ვამზადებთ.

დაგვჭირდება:

3 კგ საღი ალუბალი

3 კგ შაქარი

200 მლ. წყალი

ალუბალი კარგად გავრეცხოთ, მოვაშროთ ყუნწები და ჩავალაგოთ ფენა-ფენა შაქართან ერთად მურაბის ჯამში. დავტოვოთ გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ ასე მთელი ღამით. ალუბალი გამოუშვებს წვენს და გაიჟღინთება შაქრით.

მეორე დილას დავდგათ ჯამი დაბალ ცეცხლზე, მოვასხათ ერთი ჭიქა წყალი (შეგიძლიათ წყლის გარეშეც მოხარშოთ, მაგრამ მე წვნიანი მურაბა მიყვარს და წყალს ვამატებ ხოლმე) და დავიწყოთ მურაბის ხარშვა. მურაბას მოედება ქაფი, ეს ქაფი უნდა მოვაშოროთ.

ბოლოსკენ ქაფი შუაგულშ მოგროვდება, ალუბლები აღარ ამოტივტივდება, თანაბრად გადანაწილდება ჭურჭელში, ხოლო მურაბის წვენი შესქელდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მურაბა მზადაა. ნუ გადახარშავთ, წვენი ლამაზი ალუბლისფერი უნდა დარჩეს და არ უნდა გახდეს მოყავისფრო.

მურაბის მზადყოფნაში რომ დარწმუნდეთ, გასინჯეთ ალუბალი. ის არ უნდა იყოს მჟავე და კარგად უნდა იყოს გაჟღენთილი მურაბის წვენით.

გადავასხათ ცხელი მურაბა გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.

გემრიელად მიირთვით, მაგრამ სულ ნუ შესანსლავთ, რამოდენიმე ქილა ზამთრისთვისაც შემოინახეთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page