top of page

რამოდენიმე რჩევა მურაბების, ჯემების და კონფიტურების მოსამზადებლად


შინაური მურაბები და ჯემები იმის გარდა, რომ უგემრიელესია, ცივ ზამთას გვიხალისებს და მონატრებულ ზაფხულს გვახსენებს, ბევრი ჩვენთაგანისთვის ბავშვობის უსაყვარლეს მოგონებებს აღძრავს- ბებიასთან სტუმრობა, ჩვენთვის სპეციალურად გადანახული მურაბის ქილა, მისი გემო, არომატი ბევრ თბილ და ტკბილ მოგონებას აღძრავს ჩვენში.

რაოდენიმე რჩევას მოგცემთ, თქვენი მურაბები და ჯემები განსაკუთრებულად გემრიელი რომ გამოვიდეს:

*მურაბისთვის აარჩიეთ მწიფე, მაგრამ არა გადამნწიფებული ხილი. ასევე ჯემისთის და კონფიტურისთვის. ხილი საკმაო რაოდენობით მჟავა და პეკტინს უნდა შეიცავდეს, ხარშვის დროს ჟელესებრი კონსისტენცია რომ მივიღოთ. რაც შეეხება ხილფაფას, კარგად დამწიფებული და გადამწიფებული ხილისგანაც შეგიძლიათ მოამაზადოთ.

*მუარაბები და ჯემები უმჯობესია მცირე პორციებად მოამზადოდ- 2-3, მაქსიმუმ 5 კილოგრამი ერთ ჯერზე. უფრო დიდი რაოდენობის გემრიელად შეზავება და სწორ კონსისტენციამდე მიყვანა უფრო რთულია.

*მურაბები და ჯემები მოხარშეთ მოზრდილი ზომის გაშლილ ემალირებულ ჯამში

*იმისათვის, რომ მურაბას ლამაზი ფერი ჰქონდეს და მოხარშული ხილი არ დაიჭმუჭნოს და ლამაზად და გემრიელად გამოიყურებოდეს, მურაბა რამოდენიმეჯერ აადუღეთ და გააგრილეთ. ყოველ ჯერზე 5-10 წუთი ადუღეთ და სრილ გაცივებამდე დატოვეთ, შემდეგ იგივე გაიმეორეთ.

*ძალიან მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ხარშვის დასრულების დრო. ამ დროს ქაფი, როგორც წესი, ჯამის შუაგულში გროვდება და არა მის კიდეებზე, ხილი ხდება გამჭვირვალე, ის აღარ ტივტივებს და თანაბრადაა გადანაწილებული ჭირჭელში, მურაბის წვენი შესქელებულია და თეფშზე დაწვეთების დროს არ იშლება, არამედ შეკრულია.

* მურაბა რომ არ ჩაშაქრდეს, მას ლიმონმჟავას უმატებენ. ლიმონმჟავა ასევე ხელს უწყობს ჯემის და კონფიტურის ფერის და კონსისტენციის შენარჩუნებას.

* მურაბები, ჯემები და კონფიტურები შეინახეთ გრილ და მშრალ ბნელ ადგილას.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page