გამომცხვარი ქამამბერი წითელი მოცხარის სოუსით
კენკრის სეზონი ისე არ უნდა გავიდეს, ერთხელ მაინც ქამამბერი წითელი მოცხარის სოუსით რომ არ მოვამზადოთ. მით უმეტეს, ამ კერძის მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო რაც შეეხება მთავარ გმირს-ყველ ქამამბერს-მისი შეძენა დღეს უკვე უპრობლემოდ შეიძლება ნებისმიერ დიდი სუპერმარკეტში. ასევე, შეგიძლიათ ქამამბერის ნაცვლად გამოცხოთ ბრი და წითელი მოცხარის მაგივრად მარწყვი, მაყვალი ან რომელიმე სხვა კენკრა გამოიენოთ, მაგრამ ქამამბერის და წითელი მოცხარის შერწყმა მაინც ყველაზე არაჩვეულებრივი შეხამებაა ჩემი აზრით.
მაშ ასე, 4 ულუფუსთის დაგვჭირდება: 4 ცალი ყველი ქამამბერი 50 გრ ფქვილი 5 ს.კ. საფანელი 2 კვერცხი 2 ს.კ. 35% ნაღები 50 გრ კარაქი
კენკრის სოუსის რეცეპტი ნახეთ აქ.
ერთ ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, მეორეში -საფანელი, ხოლო მესამეში კარგად გათქვიფეთ კვერცხი და ნაღები. კარგად ამოავავლოთ ყველი ჯერ კვერცხში, შემდეგ ფქვილში, შემდეგ ისევ კვერცხში და ბოლოს საფანელში. სქელძირიან ტაფაზე დავდოთ კარაქი, და გამოვაცხოთ ჩვენი ყველი საშუალო ცეცხლზე 2-3 წუთი ყველა მხრიდან, ოქროსფერ ქერქამდე. გამომცხვარ ქამამბერს მოვასხათ მოცხარის სოუსი.
გემრიელად მიირთვით!