წითელი მოცხარის სოუსი სადესერტო
ეს სოუსი იდეალურია გამომცხვარ ქამამბერთან. ასევე, ძალიან უხდება სხვადასხვა დესერტებს, მაგალითად ჩიზქეიქს, ან პანა კოტას და სხვ.
დაგვჭირდება:
300 გრ წითელი მოცხარი
250 გრ შაქარი
125 მლ წყალი
მოცხარი კარგად გავრეცხოთ და გავარჩიოთ.
ემალირებულ ჯამში მოვათავსოთ მოცხარი, მოვაყაროთ შაქარი, გავაჩეროთ ნახევარი საათი, შემდეგ მოვასხათ წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვადუღოთ დაახლოებით 5-7 წუთი, თან ვურიოთ ხის კოვზით.
ჩვენი სოუსი მზადაა.
თუ ერთგვაროვანი მასისი მიღება გსურთ, მაშინ დააბლენდერეთ ეს მასა და შემდეგ გაატარეთ საცერში.
გემრიელად მიირთვით!