პროშუტოს და ნესვის აპეტაიზერი
- Manana
- 1 авг. 2015 г.
- 1 мин. чтения

ტკბილი და არომატული ნესვი- ერთ ერთი ყველაზე საინტერესო გემოვნური თვისებების მატარებელი გოგრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ჩვენ მას, როგორც წესი, სხვა ხილთნ ერთდ მივირთმევთ. მაგრამ დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და საინტერესო შეხამება- ნესვი იტალიურ ლორთან-პროშუტოსთნ ერთად. ჩვენ შემოგთავაზებთ სალათს და ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ, ლამაზ და საზაფხულო აპეტაიზერებს, თქვენ კი შესთავაზეთ ეს ყველაფერი თქვენს სტუმრებს და ისინი უდავოდ ძლიერ ნასიამოვნები დარჩებიან!
დაგვჭირდება: 1 ნესვი (შეარჩიეთ არომატული ნესვი ნარინჯისფერი ნაყოფით) 15-20 ფირფიტა პროშუტო (იტალიური ლორი) 15-20 ბურთულა მომცრო ზომის მოცარელა ოდნავ ბალზამიკო ნესვის ბურთულები ამოჭრით ნაყინის კოვზით, შემოახვიეთ მათ პროშუტოს ფირფიტები და დაამაგრეთ ხის ჩხირებით. თქვენი სურვილისამებრ დაალაგეთ მოცარელას ბურთულებთან ერთად ხის დაფაზე ან ლამაზ თეფშზე. მოასხით ოდნავ ბალზამიკო და შესთავაზეთ თქვენს სტუმრებს ეს არაჩვეულებრივი საზაფხულო აპეტაიზერი!
