სალათი ნესვით, პროშუტოთი და ლეღვით
ამ სალათში თავმოყრილია არომატული ნესვი, ტკბილი ლეღვი და მარილიანი პროშუტო და ყველი. ამ კომბინაციის არ შეგეშინდეთ, საოცრად გემრიელია!
დაგვჭირდება:
1 ნესვი
8-10 ფირფიტა პროშუტო
6 ცალი ლეღვი (შავი, მომცრო ზომის)
100 გრ ყველი (მე ბრის შემოგთავაზებთ მაგრამ თქვენ თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ შეარჩიოთ ბრი, მოცარელა, ნაზი რიკოტა ან უფრო მძაფრი, გამოკვეთილი გემოს მქონე როკფორი)
პატარა კონა რუკოლა
2-2 ღერი ბაზილიკი და პიტნა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ს.კ. ვაშლის ძმარი
მარილი
შავი წიწაკა
ნესვი დავჭრათ მსხვილ ნაჭრბად, ლეღვი ოთხად გავჭრათ, მწვანე ფოთლები ხელით დავანაწევროთ. მოვათავსოთ ყველაფერი ერთ ჯამში, ზევიდან მოვაყაროთ ყველი. ძმარი, ზეთი, მარილი და წიწაკა კარგად ავთქვიფოთ ერთად და მოვასხათ სალათს.
გემრიელად მიირთვით!