მაყვლის მურაბა
დღეს მაყვლის მურაბას ვამზადებთ- არომატულს და გემრიელს.
დაგვჭირდება:
2 კგ მაყვალი
2 კგ შაქარი
მაყვალი გვარეცხოთ, გავარჩიოთ და ფენა-ფენა შაქართან ერთად მოვათავსოთ ემალირებულ ჯამში. დავტოვოთ ასე 4-6 საათი, ან სულაც მთელი ღამე. მარვალი გამოუშვებს წვენს და შაქარიც გადნება.
შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზდე და ვხარშოთ დაახლოებით 1, 5 საათი სრულ მზადყოფნამდე.
თუ მეტად წვნიანი მურაბის მიღება გსურთ, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი და ისე მოხარშეთ.
ცხელი მურაბა ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.
გემრიელად მიირთვით!