top of page

ბოსტნეულის ცივი სუპი (ოკროშკა)


ამ ცივი სუპისთვის ზაფხული იდეალური დროა. ჯერ ერთი, ცხელ დღეებში გრილი წვნიანი მეტად სასიამოვნოა. ამის გარდა, კარტოფილის გარდა ყველა სხვა ბოსტნეული უმია და, შესაბამისად, ვიტამინებით სავსე.

რაც მთავარია, ძალზედ მარტივად და სწრაფად მზადდება.

დაგვჭრდება:

2 ც. კარტოფილი

3 კვერცხი

2 კიტრი

4 მომცრო ზომის ბოლოკი

1 პატარა კონა მწვანე ხახვი

პატარა კონა კამა

პატარა კონა ოხრახუში

1 ლ კეფირი

ყინული

მარილი

წინასწარ მოვამზადოთ მწვანილებიანი ყინული. ამისათვის ყინული ფორმაში ჩავასხათ წყალი და ჩავდოთ შიგნით გარეცხილი დაჭრილი კამა. გავყინოთ.

მოვხარშოთ კარტოფილი. გავაგრილოთ და დავჭრათ კუბებად.

კიტრი გავრეცხოთ, თუ უხეში კანი აქვს, გავფცქვნათ და ესეც დავჭრათ კუბებად.

ბოლოკი დავჭრათ თხელ რგოლებად.

წვრილად დავჭრათ მწვანილი და კვერცხი.

ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ ღრმა საწვნეში, მოვაყაროთ მარილი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ მოვასხათ კეფირი და კიდე მოვურიოთ.

მირთმევის წინ, ყველა ულუფაში ჩავდოთ 2-3 ნაჭერი მწვანილიანი ყინული.

გემრიელად მიირთვით!

P.S. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ წვრილად დაჭრილი ლორი, ხოლო კეფირი შეცვალოთ წყალგარეული მაწვნით (1 ლ მაწონი გავხსნათ 0,5 ლ ანადუღარ გაგრილებულ წყალში)

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page