top of page

აკვა ფრესკა საზამთროთი და ლიმნით


ცხელი ზაფხულის დღეები წარმოუდგენელია გამაგრილებელი მატონიზირებელი სასმელების გარეშე. ამ დროს შეუდარებელია აკვა ფრესკა. ადრე ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ მარწყვისა და ლაიმის სასმელი, ხოლო დღეს გთავაზობთ ყველაზე გემრიელ და სასიამოვნო საზაფხულო რეცეპტს- საზამთროსა და ლიმნის აკვა ფრესკას.

დაგვჭირდება:

1 საზამთრო (დაახლოებით1,5 კგ)

150 გრ შაქარი

400 გრ წყალი

ნახევარი ლიმონი

რამოდენიმე ღერი პიტნა

საზამთროს ამოვაცალოთ კურკები, დავჭრათ მომცრო ნაჭრებად და დავაბლენდეროთ შაქართან და წყალთან ერთად.

შემდეგ გადავწუროთ და დავუმატოთ დაჭრილი ლიმონი და პიტნა და ცოტა ჩავჭყლიტოთ. შევდოთ აკვა-ფრესკა მაცივარში, ხოლო მირთმევის წინ დავამატოთ ყინული.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page