top of page

შარლოტკა


დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გიყვართ გამხმარი პურის გადაყრა და წინა დღის პურისგან ათასგვარ გემრიელ კერძს მოიფიქრბთ. მაგალითად, მოამზადებთ ნივრიან ოცხობილებს, ტოსტებს, ბრუსკეტებს და ბევრს სხვა გემრიელ აპეტაიზერს (რეცეპტები შეგიძლიათ ნახოთ აქ)

დღეს გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა კლასიკური ვაშლის შარლოტკა, მით უმეტეს, რომ საპურეში 2 დღის ხელუხლებელი თეთრი ბატონი აღმოვაჩიბნეთ.

გერმანული კლასიკური შარლოტკა თეთრი პურის, მოხარშული კრემის, ვაშლისა და ლიქიორისგან მზადდება. ამ რეცეპტსაც უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ, ხოლო დღეს გამარტივებულ შარლოტკას მოვამზადებთ, რომელიც ინგლისური პუდინგის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს.

დაგვჭირდება:

1გამომშრალი თეთრი ბატონი

100 გრ კარაქი

200 მლ რძე

2 კვრცხი

5 ს.კ. შაქარი

3 მოზრდილი ვაშლი

ვანილი, დარიჩინი დანის წვერზე

პურს მოვაჭრათ ქერქი და დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

ვაშლი გავრეცხოთ, გავთალოთ, დავჭრათ კუბებად. ოდნავ მოვთუშოთ ვაშლი ნახევარ კარაქთან ერთად და მოვაყაროთ შაქარი, ვანილი და დარიჩინი.

კარგად გავთქვიფოთ კვერცხი და რძე, დავუმატოთ გამდნარი კარაქი. ამ ნაზავში ამოვავლოთ პური.

ნამცხვრის ფორმაში მჭიდროთ ჩავალაგოთ ჩვენი პურები, შემდეგ დავადოთ ზევიდან ვაშლის ფენა. სურვილისამებრ, ვაშლს შეგიძლიათ შეურიოთ ქიშმიში, ცუკატები, ნიგოზი ან ნუში. ჩვნი 5 ბავშიდან 4-ს არ უყვარს ეს ყველაფერი, ამიტომ არაფერს არ ვამატებთ.

ვაშლის ფენის შემდეგ, ისევ ვდებთ რძეში ამოვლებულ პურის ფენას და ზევიდან ვასხავთ დარჩენილ რძის და კვერცხის ნაზავს.

შარლოტკას ვაცხოთ დაახლოებით 30-40 წუთი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

ზევიდან მოვაყაროთ პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page