top of page

აკვა ფრესკა კენკრით


კიდე ერთი ძალიან სასიამოვნო და გემრიელი აკვა ფრესკას რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ--კენკრით და ციტრუსებით.

დაგვჭირდება:

1 ლიმონი

1 ფორთოხალი

1 ვაშლი

1 ატამი ან ვაშლატამა

500 გრ კენკრა (ჟოლო, მაყვალი, მოცხარი)

1-2 ღერი პიტნა

5ო გრ შაქარი

1.5 ლ.წყალი

ყინული

ვაშლი, ატამი და ციტრუსები დავჭრათ ნაჭრებად, მოვათავსოთ ერთ ჭურჭელში, დავუმატოთ 2/3 კენკრა, მოვაყაროთ შაქარი და დავჭყლიტოთ. დავასხათ წყალი, კარგად მოვურიოთ შაქრის გადნობამდე და გადავწუროთ. დავამატოთ დარჩენილი კენკრა, პიტნა და ყინული.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page