აკვა ფრესკა კიტრით და ლიმნით
როგორც კი ცხელი ზაფხულის დღეები იწყება, ჩემს მაცივარში აუცილებლად ჩნდება 2-3 ბოთლი ეს არაჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმელი. გამოვცლით ერთ ბოთლს, ვამზადებთ ახალს და მარაგი არ გვეწურება.
თქვენც იგივეს გირჩევთ, მით უმეტეს რო მომზადება უმარტივესია, ხოლო რაც შეეხება რეცეპტს, საკუთარიც შეგიძლიათ შექმნათ. თამამად შეახამეთ ერთმანეთს თქვენი საყვარელი ხილი ან ბოსტნეული და გემოვნებით დაამატეთ ან სულ ნუ უზამთ შაქარს. ერთ რჩევას მოგცემთ - პიტნა და ლიმონი/ლაიმი პრაქტიკულად ყველაფერს ეხამება და ძალიან კარგ მატონიზირებელ ეფექტს იძლევა, ამიტომ იქონიეთ დიდი რაოდენობით და ყოველთვის დაამატეთ თქვენს სასურველ კომბინაციას.
ჩვენ დღეს კიტრის, ლიმნის, ლაიმის და პიტნის კომბინაციას გთავაზობთ. ერთ-ერთი ყველაზე გრილი და "ფრეშ" კომბინაციაა და კარგად კლავს წყურვილს.
დაგვჭირდება:
2 კიტრი
1 ლიმონი
2 ლაიმი
ერთი კონა პიტნა
10 გრ შაქარი
2 ლ წყალი
თხლად დავჭრათ კიტრი, ლიმონი და ლაიმი, ხელით დავანაწევროთ პიტნის ფოთლები, მოვათავსოთ ეს ყველაფერი ერთ ჭურჭელში, მოვაყაროთ შაქარი და ცოტა დავჭყლიტოთ კოვზით. დავამატოთ ცივი წყალი, კარგად მვურიოთ შაქრის დადნობამდე და შევდგათ მაცივარში. მირთმევის წინ დავამატოთ ყინული.
მერწმუნეთ, ნებისმიერ თქვენს სტუმარს გაცილებით მეტად ასიამოვნებთ თუ ბანალური ცივი ყავის ნაცვლად შეთავაზებთ ამ არაჩვეულებრივ აკვა ფრესკას