top of page

მაყვლის ნამცხვარი მსხლით და ნუშით


მაყვლის სეზონი ძალიან მოკლეა. სანამ მიიწურება, გვინდა მოვასწროთ და შემგთავაზოთ კიდე რამოდენიმე საინტერესორეცეპტი.

დღევანდელი საღამო ძალიან გემრიელ დესერტს დავუთმეთ. მაყვლის და მსხლის ნამცხვარი ნაზი, ჰაეროვანი და ძალიან არომატული გამოდის. ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებით გემრიელია ნაყინთან ერთად.

დაგვჭტრდება:

4 კვერცხი

200 გრ კარაქი

150 გრ შაქარი

200 გრ ფქვილი

სოდა ძმრით

ვანილი

მწიკვი მარილი

150-200 გრ მაყვალი

2-3 მსხალი

შაქრის პუდრა

50 გრ ნუშის ფოთლები (დათლილი ნუში. იყიდება ასეთი სახით)

კარგად გავთქვიფოთ კარაქი და შაქარი, დავუმატოთ თითო-თით კვერცხი, შემდეგ ნელ-ნელა ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი, მარილი.

საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი. ჩავასხათ ცომი.

​მსხალი გავთალოთ და დავჭრათ თხლად.

ნუშის ფოთლები ოდნავ მოვხალოთ და გავაგრილოთ.

ცომს ზევიდან დავადოთ მსხალი და მოვაყაროთ გარჩეული სუფთა მაყვალი. ზევიდან მოვაყაროთ ნუშის ფოთლები და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთით.

გაგრილებულ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page