top of page

ისრიმ-მაყვლის სოუსი


დღევანდელი დღის გმირი ისევ და ისევ მაყვალია. ამ ჯერად ტიპიურ იმერულ კერძს მოვამზადებთ- ისრიმ-მაყვლის სოუსს ნიგვზით, რომელიც განსაკუთრებით უხდება შემმწვარ წიწილას.

დაგვჭირდება:

500 გრ მაყვალი ერთი საშუალო მტევანი ისრიმი (ყურძენი, რომელსაც შეეპარა ფერი, მაგრამ ჯერ არაა მწიფე) პატარა კონა აყვავებული ქინძი 2-3 კბილი ნიორი

200 გრ ნიგოზი

მარილი, წიწაკა - გემოვნებით

ისრიმს გამოვწუროთ წვენი, მაყვალი დავჭყლიტოთ და გავატაროთ საცერში. შევურიოთ ერთმანეთს. ქინძი, ნიორი, ნიგოზი, წიწაკა და მარილი ერთად დავაბლენდეროთ. შემდეგ ეს მასა გავხსნათ ისრიმ–მაყვლის წვენში.

ეს სოუსი ძალიან გემრიელია ნიგვზის გარეშეც, მაგრამ მე როგორც ნიგვზის დიდი მოყვარული ვამატებ ყოველთვის, როცა სახლში მაქვს.

ამ წვენში ჩავალაგოთ ტაბაკად შემწვარი, წინასწარ დაჭრილი წიწილა ან მოვასხათ სოუსი შემწვარ ქათმის ფილეს და მოვრთოთ ცოცხალი მაყვლით.

ასევე, შეგვიძლია ეს სოუსი მოვამზადოთ თევზისთვის. ამ შემთხვევაში დავამატოთ თხლად დაჭრილი 1 პატარა თავი ხახვი, ხოლო ნიგვზის ნაცვლად ნუში გამოვიყენოთ.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page