top of page

კაპრეზე


სალათი "კაპრეზე", ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური ანტიპასტოა.

ის სულ რამოდენიმე ინგრედიენტისგან შედგება- პომიდორი, ბაზილიკი და მოცარელა- იტალიის დროშის ფერები, იდეალური შეხამება. ამას ემატება ბალზამიკო, ზეითუნის ზეთი და შავი წიწაკა.

ნამდვილი გემრიელი კაპრეზეს მომზადება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა კარგი მწიფე პომიდორი შემოდის. სწორედ ახლაა ამის დრო, ჰოდა ჩვენც დღევანდელი ვახშამისთვის ეს მსუბუქი და ძალიან გემრიელი სალათი შევარჩიეთ.

დაგვჭირდება:

3-4 მწიფე პომიდორი

2 საშუალო ზომის მოცარელს ბურთულა

ერთი კონა მწვანე ბაზილიკი

შავი წიწაკა, მარილი

ბალზამიკო

ზეითუნის ზეთი

პომიდორი დავჭრათ რგოლებად, ასევე დავჭრათ მოცარელა. დავალაგოთ ერთმანეთზე პომიდორი და მოცარელა, მათ შორის კი ბაზილიკის ფოთლები. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და მოვასხათ ბალზამიკო და ზეითუნის ზეთი.

თუ სალათისთვის ჩერი პომიდორი გაქვთ შერჩეული, მაშინ გაყავით პომიდორი ორად, მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ერთ თასში, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და მოასხით ზეთი და ძმარი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page