top of page

რულეტის ტორტი


ნამცხვარი, რომელსაც დღეს შემგთავაზებთ ძალიან მარტივი მოსამზადებელია, თან მისი უამრავი ვარიაცია არსებობს. შედეგი ნებისმიერ შმეთხვევაში ძალიან საინტერესო და გემრიელი გამოცვა.

დღეს ჩვენ ყველაზე საზაფხულო, ნაყინისა და მარწყვის ვარიაინტს შემოგთავაზებთ, თუმცა, ნაყინის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული ან არაჟნის კრემი, ხოლო მარწყვის ჯემი შეცვალოთ თქვენი გემოვნებით ნებისმიერი სხვა არომატით.

ყველაზე ზარმაცებმა შეგიძლიათ მაღაზიის მზა რულეტიც გამოიყენოთ, მაგრამ მე თქვენს ადგილას ასე არ მოვიქცეოდი და თავად გამოვაცხობდი, მით უმეტეს, რომ რულეტის ძალიან მარტივი და სწრაფი რეცეპტი ჩვენ ადრე შემოგთღავაზეთ.

მაშ ასე, დაგვჭრდება:

2 პორცია რულეტი მარწყვის ან ჟოლოს ჯემით

500 გრ ვანილის ნაყინი

რულეტი დავჭრათ დაახლოებით 1 სმ სისქის ნაჭრებად.

ავიღოთ ღრმა თასი და ჩავაფინოთ სპეციალური საკვებისთის გამოსადეგი ცელოფანი. შემდეგ მჭიდროთ ჩავალაგოთ რულეტის ნაჭრები ამ თასში ისე, რომ განაწილდეს ფსკერზეც და კედლებზეც.

კარგად ამოვავსოთ თასი ნაყინით და ზევიდან დავფაროთ ისევ რულეტის ნაჭრებით. მოვუკრათ თავი ცელოფანით და შევდოთ საყინულეში.

მირთმევის წინ, გამოვიღოთ და გადმოვატრიალოთ ჩვენი ტორტი ლამაზ თეფშზე, მოვაცალოთ ცელოფანი და დავჭრათ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page