top of page

კარამელიზებული კრეპები ატმით


კრეპები ყველას უყვარს, განსაკუთრებით ბავშვებს. მით უმეტეს ასეთი გემრიელი შიგთავსით. ამიტომ ხშირად ვამზადებთ ხოლმე მათ შაბათ-კვირას, როცა მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით.

დაგვჭრდება:

500 მლ. რძე 3 კვერცხი დანის წვერზე მარილი 125 გრ ფქვილი 75 გრ კარაქი

200 მლ მშრალი წითელი ღვინო

7-8 ატამი

70-100 გრ შაქარი

100 მლ რომელიმე კენკრის ლიქიორი (თუ ამზადებთ ხოლმე, ძალიან მოუხდება საშობაო ლიქიორი)

2 ს.კ. ზეთი

ვანილი

რძე, კვერცხი, ფქვილი და მარილი კარგად გავთქვიფოთ. დავამატოთ 25 გრ გამდნარი კარაქი. უნდა გამოვიდეს თხელი ცომი.

კრეპების ტაფა გავახუროთ, მოვუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ კრეპები.

ატამი გავრეცხოთ, გავთალოთ, დავჭრათ ლამაზ ნაჭრებად.

ღრმა, სქელძირიან ტაფაზე გავაცხელოთ 25 გრ კარაქი და შევბრაწოთ ატამი ამ კარაქში (დაახლოებით 2-2 წუთი). დავუმატოთ 25 გრ შაქარი, ლიქიორი, ღვინო, ვანილი. ყველაფერი ერთად მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთი.

ცეცხლგამძლე ფორმას მოვუსვათ დარჩენილი ზეთი.

კრეპებს ერთ ნახევარზე დავდოთ დაშაქრული ატამი, გადავკეცოთ შუაზე.

დავალაგოთ ჩვენი კრეპები ფორმაზე, მოვაყაროთ დარჩენილი შაქარი და კარაქის ნაჭრები და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 5 წუთით.

ღუმელიდან გამოღებული კრეპები ოდნავ გავაგრილოთ და მივირთვათ!

ასევე, ამ კრეპებს უხდება ნაყინი.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page