top of page

კოკ-ა-ლიკი, ქათმის და პრასის სუპი


ინგლისური სამზარეულო ისეთი ცნობილი და საინტერესო არაა, როგორც, მაგალითად, ფრანგული, იტალიური, ჩინური ან ქართული, მაგრამ საინტერესო და გემრიელი კერძები აქაც მოიძებნება. დღეს სწორედ ასეთ კერძს მოვამზადებთ, შოტლანდიურ წვნიანს, რომლის ორი მთევარი ინგრედიენტი- ქათამი (ორიგინალში მამალი)-კოკ და პრასია- ლიკი.

ვალტერ სკოტის რომანებში ქათმისა და პრასის წვნიანით მეფეებს უმასპინძლდებოდენ.

ეს წვნიანი ისეთი გემრიელია, მართლაც რომ მეფეების ტრაპეზს შეეფერება.

მოკლედ, მოამაზდეთ ჩმეთან ერთად დღეს სადილისთვის და თავად განსაჯეთ. დაგვჭრდება:

1 ქათამი (დაახლოებით 1,5 კგ) 1 კონა პრასი (დაახლოებით 5-6 საშალო ძირი)

4 საშუალო კარტოფილი

ბუკე გარნი (bouquet garni)- ოხრახუშისა, ბეგქონდარას და დაფნის ფოთლის ნაკრები.

მარილი, წიწაკა-თქვენი გემოვნებით

ორიგინალური რეცეპტის მიხედვით, ამ წვნიანს ასევე 7-8 ცალი შავი ქლიავის ჩირიც უნდა დავამატოთ, რასაც მეც გირჩევთ. თუმცა, კონსერვატორებს ალბათ ამ ინგრედიენტის გარეშეც მოგეწონებათ.

გასუფთავებული ქათამი მოვათავსოთ მოზრდილ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ დაფაროს და წამოვადუღოთ. მე პირველ წყალს ყოვეთვის ვცვლი და თავქნც იგივეს გირჩვეთ, თუმცა შეგიძლიათ უბრალოდ ქაფი მოხსნათ და ხარშვა განაგრძოთ.

ამასობაში დავჭრათ რგოლებად პრასი (მხოლოდ თეთრი ნაწილი და ოდნავ მწვანე).

მოქაფულ ან წყალგამოცვლილ ქათამს (დაახლოებით 3-4 ლ წყალი უნდა იყოს) ვუმატებთ მწვანილების ნაკრებს (ბუკე გარნი) და პრასის 2/3 ნაწილს და ვხარშავთ დაახლოებით 2-2, 5 საათი.

ამის შემდეგ ამოვიღოთ ქათამი ბულიონიდან. ის უკვე ძალიან კარგად იქნება მოხარშული. გავაგრილოთ და დავჭრათ მომცრო ზომის ნაჭრებად. ძვლები და კანი მოვაცალოთ.

ბულიონს დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი, ვხარშოთ 15 წუთი, შემდეგ კი მეოთხედებად დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი, ქათამი და დარჩენილი პრასი.

დავუმატოთ მარილი და წიწაკა და ვხარშოთ კიდე დაახლოებით 20-30 წუთი.

...And, my lords and lieges, let us all to our dinner, for the coc-a-leekie is cooling!

"The Fortunes of Nigel" by Walter Scott

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page