My Blueberry Nights
მყუდრო ღამის კაფე, გულწრფელი საუბრები და, რა თქმა უნდა, მოცვის ნამცხვარი ნაყინით...
დღეს ჩვენც იასამნისფერი კენკროვანი ღამე გვაქვს და მოცვის უგემრიელეს ნამცხვარს ვაცხობთ.
დაგვჭირდება:
200 გ კარაქი
100 გ შაქარი
2 კვერცხი
300 გ ფქვილი
300-400 გ მოცვი
50 გ შაქრის პუდრა
დანის წვერზე მარილი, ვანილი
ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი და ცივი კარაქი ავკეპოთ, დავუმატოთ კვერცხი და მოვზილოთ ცომი.
ფორმაში ჩავდოთ საცხობი ქაღალდი და გავანაწილოთ თანაბრად ცომი. ცომი გვერდებზეც ამოვიყვანოთ. რამოდენიმე ადგილას დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდოთ მაცივარში 30-40 წუთით.
მოცვი გავრეცხოთ და გავაშროთ.
ცომი შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებილ ღუმელში და ვაცხოთ 20 წუთი. შემდეგ გამოვიღოთ, მოვაყაროთ კენკრა და გამოვაცხოთ კიდე 20 წუთი. გამომცხვარ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
ძალიან უხდება ნაყინი ან ათქვეფილი ნაღები.