top of page

პასტა ქათმით, ბეკონით და ბროკოლით ნაღების სოუსში


პასტა განსაკუთრებით მიყვარს. დღესაც ერთ-ერთ ჩემ საყვარელ ვარინატს მოვამზადებთ.

დაგვჭრდება:

7 ფირფიტა ბეკონი

2 ქათმის მკერდი (კანგაცლილი და უძვლო)

ნახევარი თავი ბროკოლი

3 კბილი ნიორი

ნახევარი ლიმნის ცედრა

300 გრ ფეტუჩინი (შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა პასტაც გამოიყენოთ)

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 ს.კ. კარაქი

100გ პარმეზანი

150-200 მლ ნაღები

150-200 მლ რძე

1 ს.კ. ფქვილი

მარილი, წიწაკა

პირველ რიგში, მოვხარშთ პასტა მარილიან წყალში ალ დენტე (არ ჩავხარშოთ).

ამასობაში, ქათმის ფილე შევბრაწოთ დაახლოებით 5-7 წუთი ზეთში და დავჭრათ სასურველ ნაჭრებად.

ბროკოლი დავანაწევროთ და მოვწალოთ მარილიან წყალში.

ბეკონი დავჭრათ და ოდნავ შევწვათ.

სქელძირიან ტაფაზე დავადნოთ კარაქი, დავუმაოთ დაჭყლეტილი ან დაჭრილი ნიორი, ლიმნის ცედრა და ვთუშოთ დაახლოებით 1 წუთი, შემდეგ ვუმატებთ ფქვილს და კიდე 1 წუთი ვთუშავთ, თან სულ ვურევთ. შემდეგ ნელ-ნელა ვამატებთ რძეს, ისევ სულ ვურევთ. ვუმატებთ პარმეზანს და ნაღებს. მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ.

თვენი სურვილისამებრ,შეგიძლიათ ყველაფერი ერთად მოათავსოთ და ერთხელ ფრთხილად ამოურიოთ, ან დაალაგოთ თეფშზე პასტა, გვერდზე მიუდოთ ბროკოლი, ბეკონი, ქათამი და მოასხათ სოუსი. ზევიდან მოვაყაროთ შავი წიწაკა და ცოტაოდენი პარმეზანი. ასევე, შეგიძლიათ მოვაყაროთ ცოტაოდენი წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ბაზილიკი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page