top of page

მაყალი, გრილი, ბარბექიუ (ნაწილი 1. ქათამი)

ზაფხულში, აგარაკებზე გახიზნულები, ვიქენდებზე ალბათ თქვენც ხშირად ეპატიჟებით მეგობრებს სტუმრად და მათთან ერთდა აწყობთ ბარბექიუს. დღეს ჩვენც სწორედ ამას ვაპირებთ და ვამზადებთ რამოდენიმე კერძს მაყალზე. შევწვავთ თევზს, ხორცს, ქათამს და კრევეტსაც კი. მოვამზადებთ ბოსტნეულსაც, ასევე რამოდენიმე გემრიელ სოუსს. აკვა ფრესკა და სანგრია უკვე მზადაა.

მაშ ასე, დავიწყოთ ქათმით. შევწვათ გრილზე ორ სხვადასხვა მარინადში ჩადებული ქათამი.

1. მაწვნს და რეჰანის მარინადში მომზადებული ქათამი.

დაგვჭირდება:

12 ნაჭრი ქათმის მკერდი ან ბარკლის გადანახსენი

1 ლ მაწონი

4-5 კბილი ნიორი

1 ცხარე მწვანე წიწაკა

1 კონა რეჰანი

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

1 ჩ.კ. ბეგქონდარა (თუ ცოცხალს მიაგენით, მაშინ პატარა კონა)

მარილი

ნიორი დავჭყლიტოთ, წიწაკას ამვაცალკოთ თესლი და დავჭრათ წვრილად. ასევე, წვრილად დავჭრათ რეჰანი, ბეგქონდარა. ყველაფერი ავურიოთ მაწონში. დავამატოთ ზეთი და მარილი.

ჩავდოთ ამ მარინადში ქათმის ნაჭრები და დავტოვოთ მცივარში 6-8 საათი (ან ტელი ღამით)

მოვამზადოთ მაყალი.

ქათამი გავწმინდოთ მარინადისგან და დავდოთ მაყალზე. უნდა შევწვათ დაახლოებით 25-30 წუთი, თან ხშირ-ხშირად ამოვაბრუნოთ ხოლმე.

2. ქათამი თაფლის და სოის მარინადში.

დაგვჭრდება:

12 ცალი ქათმის ბარკალი

4 ს.კ. სოიოს სოუსი

3 ს.კ. ალუბლის ნაყენი (შერი)

2 კბილი ნიორი

3 ს.კ. თაფლი

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

სოიოს სოუსი, შერი, ზეთი, დანაწევრებული ნიორი და მარილი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და ჩავალაგოთ ამმარინადში გარეცხილი და გამშრალებული ქათმის ბარკლები. შევდოთ მაცივარში 6-8 საათით.

შევწვათ ქათმის ბარკლები მაყალზე დაახლოებით 15 წუთი, თან ხშირად ვაბრუნოთ.

თაფლი გავათბოთ და გადავუსვათ ჩვენ ბარკლებს. ამის შემდეგ, შევწვათ გრილზე კიდე დაახლოებით 5 წუთი.

გენმრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page