მაყალი, გრილი, ბარბექიუ (ნაწილი 2. კრევეტები)
ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც გრილზე შეგიძლიათ მოამზადოთ- კრევერტებია.
რაც უფრო მსხვილ კრევეტს აარჩევთ გრილისთვის, მით უკეთესია. მეორე, რაც უნდა გახსოვდეთ, დიდხანს მომზადება არ სჭირდება, თორე გამოშრება და უგემური იქნება.
დაგვჭრდება:
20-25 ცალი მსხვილი ზომის კრევეტი
100 მლ ზეითუნის ზეთი
1 ლაიმი
1 ლიმონი
ცოტა ოხრახუში
5-7 კბილი ნიორი
მარილი
წიწაკა
თუ სიცხარე გიყვართ, ცოტა ჩილი
ზეთი, ლიმნის და ლაიმის წვენი, ნიორი, ჩილი კარგად დავაბლენდეროთ ერთად. ჩავალაგოთ ამ მარინადში კრევეტები და შევდოთ 4-6 საათით მაცივარში.
ამის შემდეგ, ამოვიღოთ კრევეტები მარინადიდან და გავამშრალოთ. შევწვათ კრევეტები მაყალზე ან გრილზე. შეგვიძლია ავაცვათ პატარა შამფურზე. როგორც კი ერთი მხარე გაუვარდისფრდება, ამოვაბრუნოთ.
გამზადებულ კრევეტებს მოვახათ ცოტაოდენი ლიმნის წვენი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!