top of page

ქლიავის ნამცხვარი

ნელ-ნელა ცხალი ყავის და ჩაის სეზონიც მოდის. ცხაელ ჩაის და ყავას კი გემრიელი შიანური ნამცხვრები უხდება. დღეს სწორედ ასეთ უგემრიელეს ქლიავის ნამცხვარს გამოვაცხობთ.

ცომისთვის დაგვჭრდება:

150 გრ კარაქი

150 გრ შაქარი

1 კვერცხი

1, 5 ჭიქა ფქვილი

მწიკვი მარილი

1-2 ს.კ. ცივი წყალი

შიგთავსისთვის:

500 გ ქლიავი

100 გრ შაქარი

0,5 ჩ.კ. დარიჩინი

1 კვერცხის გული

მოვამზადოთ ფხვიერი ცომი. ამისათვის გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავუმატოთ დარბილებული კარაქი. კარგად მოვურიოთ, სანამ არ მივიღებთ ერთგვარივან მასას. დავუმატოთ ფქვილი. ხელით მოვზილოთ ცომი (საჭიროების შემთხვევაში დავუმატოთ წყალი).

ცომის 2/3 გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ საცხობ ფორმაში. ცომი უნდა იყოს ფორმაზე დიდი და ის უნდა ამოვიყანოთ გვერდზებზეც. ცომს წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული. გარეცხილი და კურკაგამოცლილი ქლიავი გავყოთ შუაზე და დავალაგოთ ცომზე კანით ქვევით, მჭიდროთ ერთმანეთთან. ზევიდან მოვაყაროთ დარიჩინიანი შაქარი.

დარჩენილი ცომი გავაბრტყელოთ დაახლოებით 2 მმ სისქეზე და დავჭრათ ლენტებად. ეს ლენტები გავანაწილოთ ქლიავის ზედაპირზე ისე, რომ გამოგვივიდეს ბადე. ამ ბადეს ზევიდან გადავუსვათ დარჩენილი კვერცხის გული და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთი.

გამომცხარ ნამცხვარს ზევიდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გემრიელად მირთით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page