პრასის და კარტოფილის კიში
ნელ-ნელა აგრილდა და ღვეზელების დროც მოვიდა. დღეს კარტოფილის და პრასის კიშს გამოვაცხობთ. მარტივი მოსამზადებელია თან გემრიელი და ნოყიერი კერძია.
ცომისთვის დაგვჭრდება:
250 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
150 გ კარაქი
50 გ გატარებული ნიგოზი
1 კვერცხის გული (თუ კვერცხი პატარა ზომისაა, 2 აიღეთ)
შიგთავსისთვის:
დაახლოებით ნახევარი კილო პრასი (2 მოზრდილი ზომის ღერო. ვიყენებთ მხოლოდ თეთრ და ოდნავ მომწვანო ნაწილს)
50 გ კარაქი
500 გ კარტოფილი
200 გ არაჟანი
100 მლ ნაღები
3 კვრცხი
150 გ მკვრივი ყველი (პარმეზანი, მაგარი სულგუნი ან შებოლილი,თქვენი გემოვნებით. შეგიძიათ რამოდენიმე მკვრივი სორტის ყველი ერთმანეთში გადაურიოთ)
დანის წვერზე-მუსკატი
მარილი, შავი წიწაკა
ფქვილი და მარილი კარგად ავურიოთ, დავუმატოთ კუბიკებადდაჭრილი ცივი კარაქი და მოვზილოთ უხეში არაერთგვაროვანი ცომი. დავუმატოთ ნიგოზი. ცომს ვზელთ სწრაფად, რომ არ გაგვიდნეს კარაქი.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გული და 3 ს.კ. ძალიან ცივი წყალი, დავუმატოთ ეს ნაზავი ფქვილს და მოვზილოთ კარგი რბილი ცომი.
ცმისგან შევკრათ მურთულა, გადავახვიოთ საკვები ცელოფანი და შევდოთ მაცივარში 20-30 წუთით.
შემდეგ ეს ბყრთულა გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში. გვერდებზეც ამოვიყვანოთ.შევდოთ ისევ მაცივარში და გავაჩეროთ კიდე 20-30 წუთი.
ამის შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდამ, დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.
ამასობაში, პრასი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ რგოლებად. მოვთუშოთ მაღარლ ცეცხლზე კარაქში 2-3 წუთი, შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და ვთუშოთ კიდე 25 წუთი. პერიოდულად ვურიოთ.
კარტოფილი გავფცქვნათ და მოვხარშოთ მარილწყალში 15 წუთი. ცოტა უნდა აკლდეს მზადყოფნამდე.
კარტოფილი დავჭრათ რგოლებად, შევურიოთ პრასს, დავუმატოთ არაჟანი და ნაღები, ათქვეფილი კვერცხი და გახეხილი ყველი. დავუმატოთ მუსკატი, მარილი და წიწაკა და კარგად მოვურიოთ.
ცომს მოვასხათ შიგთავსი, გადავასწოროთ და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებლ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით.
ეს ღვეზელი ერთნაირად კარგია როგორც ცხელი, ასევე გრილიც.
გემრიელად მიირთვით!