მაყალი, გრილი, ბარბექიუ (ნაწილი 3. ხორცი)
ერთ-ორ დღეში ზაფხულიც მიილევა. სამაგიეროდ, წვიმიანი დღეების შემდეგ მზემ ისევ გამოანათა და ჩვენც ვსარგებლობთ თბილი მზიანი დღეებით და კვლავ სუფთა ჰაერზე ვაწყობთ ბარბექიუს.
დღევანდელი დღის გმირი- უმრავლესობის ფავორიტი, ღოსის და ხბოს ხორცის მწვადებია.
დაგვჭირდება:
2 კგ ხორცი (ღორის ან ხბოს რბლი ხორცი, კარგია კისრის ამონაჭერი)
1-2 თავი ხახვი
2 დაფნის ფოთოლი
მარილი
შავი და წითელი წიწაკა
10 ცალი სურნელოვანი წიწაკის მუხუდო
ნახევარი ჭიქა მშრალი წითელი ღვინო
ხორცი კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ პორციულ ნაჭრებად. ჩავალაგოთ ემალირებულ ჭურჭელში. მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი ხახვი, დაფნის ფოთოლი, სუნელოვანი მუხუდო და მოვასხათ ღვინო. კარგად ავურიოთ ხელით, შევაზილოთ მარინადი ხორცს. დავაფაროთ თავსახური და შევდოთ მაცივარშ 6-8 საათით.
ამის შემდეგ, წამოვაცვათ ხორცი შამფურებს და შევცვათ ნბაკვერჩხალზე. პერიოდულად ამოვაბდრუნოთ შამფური და ხორცს მოვასხუროთ ხოლმე მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი. ხბოს ხორცს უფრო ხშირად ავბუნებთ, ვიდრე ღორს. ხორცს ვამზადებთ დაახლოებით 20-25 წუთი.
გამზადებულ ხორცს შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი ხახვი, ოხრახუში ან ბროწეული.
მიირთით მწვადი თონის პურთან და ახალ ტემალთან ერთად!