top of page

მაყალი, გრილი, ბარბექიუ (ნაწილი 4. თევზი)

მაალზე შესაწვავად ნებისმიერი საშუალო ან დიდი ზომის თევზი გამოდგება.

საშუაო ზომის თევზი(მაგალითად, სკუმბრია, სიბასი, დორადა, კალახი) უმჯობესია ნახშირზე ან ბადეზე მთლიანად შეიწვას, ხოლო დიდი ზომის თევზი(ორაგული, ზუთხი, თინუსი) ჯობია დავჭრათ ნაჭრებად და ფილეს ან სტეიკის სახით მოვამზადოთ. ძალიან რბილი და ნაზე თევზი(პალტუსი) ჯობია მომზადდეს სპეცალურ ბერბექიუს ბადეში.

დღეს ჩვენ შევწვავთ მომცრო ზომის კალმახს, თუმცა ნებისმიერი სხვა ასთივე ზომის თევზისთის შეწვის წესები იგივეა.

ასევე, შევწვავთ ორაგულის სტიკებს.

1. მაყალზე შემწვარი კალმახი

დაგვჭირდება:

6 ცალი კალმახი

3 ს.კ. ზეითუნის ზეთი

2 კონა ტარხუნა

2 ცალი ლიმონი

2 ცალი ლაიმი

მარილი

ახალ თევზს არ სჭირდება მარინადში წინასწარ ჩადება. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ კარგად გავასუფთავეთ ჩვენი კალმახი, წავუსვათ შიგნიდან და გარედან ზეითუნის ზეთი და მარილი, გამოვტენეთ ტარხუნით და დაჭრილი ლიმნით და ლაიმით და დავდეთ მაყალზე.

თევზს ხორცისგან განსხვავებით არ სჭრდება ბებვრი ტრიალი. ის მალე მზადდება. როცა ერთი მხარე შეიბრაწება, ამოვაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდან.

გამზადებულ თევზს დავაწუროთ ლიმონი.

2. მაყალზე შემწვარი ორაგულის ფილე

დაგვჭირდება:

1კგ ორაგულის ფილე

2 ლიმონი და 1 ლაიმი

5 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი,

თეთრი წიწაკა

რამოდეიმე ღერი ოხარხუში (კამა, ტარხუნა, პიტნა- თქვენი გემოვნებით)

თევზი დავჭრათ პორციულ ნაჭრებად და ჩავალგოდ ემალირებულ ქვაბში. ლიმნის წვენი შევურიოთ ზეითუნის ზეთს, მარილს, წიწაკას, დაჭრილ მწვანილს და მოვასხათ ეს სოუსი თევზს. გავაჩეროთ ასე მაცივარში დაახლოებით 2-3 საათი. შემდეგ კი შევწვათ ბადეზე ორივე მხრიდან მანამ, სანამ კანი არ გახდება ხრაშუნა.

გამზადებულ ორაგულს ასევე უხდება ლიმონი

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page