top of page

ტარტ-ტატენი ატმით

ამ უგემრიელესი ნამცხვარის კლასიკური ვარიანტი, ვაშლის ტარტ-ტატენი Tarte Tatin aux pommes, ჩვენ უკვე მოვამზადეთ. ფხვიერი ცომი და კარამელიზებული ხილის შიგთავსი პრაქტიკულად ყველა ვარიაციაში მომგებიანია.

ამჟამად, სურნელოვანი ატმის სეზონზე, გამოვაცხოთ ძალიან გემრიელი და არომატული ატმის ტარტ-ტატენი Tarte Tatin aux peche, რომელიც არანაკლებ პოპულარულია მის სამშობლოში, საფრანგეთში.

დაგვჭირდება:

130 გკარაქი

6 ს.კ. შაქარი

1 კვერცხი

1,5 ჭ. ფქვილი

2 ს.კ. მშრალი თეთრი ღვინო

მუსკატი-დანის წვერზე

მწიკვი მარილი

შიგთავსისთვის:

5-6 შედარებით მაგარი ატამი

100 გ შაქარი

100 გ კარაქი

ვანილი

ფქვილი, შაქარი, მარილი, მუსკატი შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ დაჭრლი ცივი კარაქი, ავსრისოთ. შემდეგდავუმატოთ კვერცხი და ცივი ღვინო. მოვზილოთ ცომი, დავამრგვალოთ, შევხვიოთ ცელოფანში და შევდოთ მაცივარში 1 საათით.

ატამი გავთალოთ, გავჭრათ ოთხად ან ექვსად, თუ დიებია.

კარაქი გავადნოთ სქელძირიან საცხობ ფორმაში, მოვაყაროთ შაქარი, ვანილიკარგად მოვურიოთ და დავადოთ ატამის ნაჭრები ისე, რომ ერთმანმეთთან მჭიდროთ იყვნენ მოთავსებული. დავდოთ თაფა ქურაზე, მაღალ ცეცხლზე და დაველოდოთ ატმის კარამელიზაციას. შემდეგ გამოვრთოთ ქურა და გავაგრილოთ ატამი.

ამასობაში გავაბრტყელოთ ცომი საცხობი ფორმის დიამეტრის ცოტა უფრო მოზრდილი წრის ზომაზე. გადავაფაროთ ატამს ცომი და შემოვუკეცოთ გვერდები კარგად, ისე, რომ არ გადმოვიდეს შიგთავსი. დავჩხვლიტოთ ცომი ჩანგლით და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი.

გამომცხვარი ნამცხვარი ცოტა შევაგრილოთ და გადმოვაბრუნოთ თეფშზე.

ისევე, როგორც ვაშლის ტარტს უხდება ნაყინი ან ათქვეფილი ნაღები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page